ორშაბათს, ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი დაჯგუფების წინააღმდეგ გაძლიერებული კამპანიის ფარგლებში, ისრაელი სამხრეთ ლიბანის ახალ რაიონებში შეიჭრა და "ჰეზბოლას" პოზიციებზე თავდასხმის მიზნით ჯარები განალაგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრიფინგზე, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ნადავ შოშანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელის ჯარისკაცები იმყოფებიან ახალ რაიონებში, სადაც მათ ჯარები გუშინ არ მოქმედებდნენ.

მან ბოლო სახმელეთო ოპერაციები შეაფასა, როგორც "შეზღუდული და მიზანმიმართული", უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ რამდენად ღრმად წავლენ ჯარები ლიბანში ან დაიკავებენ თუ არა ისინი ახალ პოზიციებს.

2024 წლის ნოემბერში, "ჰეზბოლასთან" ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ხუთი პოზიცია დაიკავეს.

2 მარტს, "ჰეზბოლას" მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ლიბანი რეგიონულ ომში ჩაითრია, ქვეყანაში დამატებითი ძალები განლაგდა.

"ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ მისი თავდასხმა 28 თებერვალს, ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხო ქმედება იყო.