ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში არსებულ არცერთ სამხედრო ოპერაციაში, რადგან აშშ-სა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მემარცხენე კოალიციურმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით, ირანზე გააკრიტიკა შეტევა და აშშ-ის თვითმფრინავებს სამხრეთ ესპანეთში, საეღო ბაზების გამოყენება აუკრძალა.

"ესპანეთი არასდროს მიიღებს რაიმე დროებით ზომებს, რადგან მიზანი უნდა იყოს ომის დასრულება და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.

"სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს ის, რომ ომი ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად უნდა დასრულდეს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.

"ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა ან გამოიწვიოს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში.