ნიკა გვარამიამ, გადაცემაში "მესამე ფურცელი", კითხვას - პოლიტიკური ერთობის შექმნა იყო თუ არა ერთგვარი დაკვეთა პარტნიორებისგან, შემდეგი პასუხი გასცა:
"პარტნიორებისგან არა... ჯერ ერთი... პარტნიორებისგან, რა თქმა უნდა... და, პირველ რიგში, შიგნით, ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან როდესაც გაჩნდა ეს დაკვეთა, ამას გავყევით. უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აღება გინდა".
