ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ გაანადგურა შენობების კომპლექსი, რომელსაც ირანის სამხედროები კოსმოსური შესაძლებლობების განვითარებისთვის იყენებდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ თეირანის ცენტრში მდებარე შენობა "სამხედრო კოსმოსური პროგრამების შესამუშავებლად" გამოიყენებოდა, მათ შორის, Chamran-1 თანამგზავრის, რომელიც ირანმა 2024 წელს გაუშვა.

CNN-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს თეირანში მდებარე, ტარაშტის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის შენობის დაზიანება.