ჩინეთის აღმოსავლეთით, სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ჩინურ სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ცინგდაოს (Qingdao) პორტში, გემთმშენებელ ქარხანაში მოხდა, სადაც უცხოური დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი სარემონტო სამუშაოებს გადიოდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:15 საათზე გაჩნდა და მისი ლიკვიდაციას სამ საათზე მეტი დრო დასჭირდა.

გემზე სულ 42 ადამიანი იმყოფებოდა. 17 მათგანის ევაკუაცია განხორციელდა, საიდანაც ხუთი პირი ამჟამად საავადმყოფოშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების თანახმად, ხომალდი არის Ocean Melody - 190 მეტრი სიგრძის, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო, რომელიც ცინგდაოში 31 აგვისტოს ჩავიდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თვითმხილველის თქმით, გემიდან სქელი კვამლი ამოდიოდა, თუმცა აფეთქების ხმა არ გაუგია.
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების სრული მობილიზება მოითხოვა, პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა კი „მეორადი დიასტრების თავიდან აცილების“ აუცილებლობაზე გაუსვა ხაზი.