ნორვეგიის მეფე ჰარალდ V, რომელიც ევროპის ყველაზე ხანდაზმული მონარქი იყო, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 35 წელი მეფობდა. ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს.
ნორვეგიის სამეფო სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ის პარასკევს, დილის 6:35 საათის შემდეგ გარდაიცვალა. ჰარალდს ტახტზე მისი ვაჟი, ჰააკონი ჩაანაცვლებს.
მედიის ცნობით, მეფეს დარჩა მეუღლე - დედოფალი სონია, რომელთანაც 57 წელი იყო ქორწინებაში, ორ შვილი და ხუთ შვილიშვილი. ჰარალდის შვილიშვილი, ინგრიდ ალექსანდრა, მისი გარდაცვალების შემდეგ ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე გახდა.
