ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას ეხმიანება.
"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ, გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი" – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.