"ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, იურისტი, ირაკლი კერესელიძე, რომელსაც საკმაოდ რთული ბიოგრაფია აქვს, გვიპირისპირდება" - გამოცემა "ჯეო ნიუსი"
1745777842
"ჩვენს გამოცემაში დიდი
არეულობაა. წარმოიდგინეთ,
რომ ჩვენ ამჯერად ჩვენი
ყოფილი თანამშრომელი,
იურისტი, ირაკლი
კერესელიძე, რომელსაც
საკმაოდ რთული ბიოგრაფია
აქვს, გვიპირისპირდება.ეს
ადამიანი წლების წინ
გასამართლებული იქნა
მკვლელობისთვის, მისჯილი
ჰქონდა სასჯელის უმაღლესი
ზომა – დახვრეტა,
სასწაულებრივად გადარჩა
და გამოსვლისთანავე,
გაეხვია ობობის ქსელში,
რომელიც საკმაოდ
ოსტატურად მოქსოვა
,,ქიზიყელმა” ბანკირმა
ნოდარ ჯავახიშვილმა,
ინტრიგებით ცნობილმა
ზაქარია ქუცნაშვილმა,
ღალატში შემჩნეულმა
ჯუანშერ ბურჭულაძემ და
ძმანმა მათმა. ასევე ჩვენი
ჟურნალისტური გამოძიების
,,გმირმა“ თურქმა თაღლითმა,
გოქსელ გენჩმა, რომლის ცრუ
დასმენის შედეგადაც,
ირაკლი კერესელიძემ 8
წლიანი სასჯელი მოიხადა,
ხოლო ჩვენ, ჩვენის მხრივ,
მაშინ არ დავიშურეთ ძალები
და ჩავატარეთ
ჟურნალისტური გამოძიება,
რის შედეგადაც, გოქსელ
გენჩს აეკრძალა
საქართველოში საქმიანობა
და მის წინააღმდეგ სისხლის
სამართლის საქმეა აღძრული.
დაგვეთანხმებით, ეს არაა
უბრალო საქმე, როცა არავინ
გაფინანსებს და არავის
დაკვეთას არ ასრულებ,
იბრძვი მხოლოდ
სიმართლისთვის და 7 წლიანი
ბრძოლისა და გამოძიების
შედეგად, როგორც იქნა, დებ
სიმართლეს. ამ საქმეში
ჩვენ, როგორც გამომძიებელი
ჟურნალისტები გომელაურის
უწყების მოწმეები ვართ და
გაუთქმელობაზე გვაქვს
ხელი მოწერილი.ამასობაში,
როგორც იქნა, ჩვენთვის
სასიხარულო დღე დადგა –
ირაკლი კერესელიძე
საპყრობილიდან
გათავისუფლდა.რა თქმა უნდა,
ჩვენმა გამოცემამ აქაც
გაუწვდინა ირაკლი
კერესელიძეს ხელი, არა
მხოლოდ, იმიტომ რომ ,,GEO NEWS”-ის
დამფუძნებლის
მცირეწლოვანი ქალიშვილის
მამაა, არამედ
კვალიფიციური იურისტია,
უდავოდ ნიჭიერი ადამიანია
და ჩვენ ამ ნიჭის სწორ
კალაპოტში ჩასმა გვსურდა,
რათა, ეს ადამიანი ფეხზე
დამდგარიყო და
საზოგადოებას
დაბრუნებოდა, მაგრამ
როგორც ჩანს, ხანდახან
სიკეთეც
დასჯადია. სამწუხაროდ,
რეალობა მწარე აღმოჩნდა,
რადგან, როგორც ჩანს,
ირაკლი კერესელიძემ ვერ
სძლია ,,კარადაში დამალულ
ძველ ჩონჩხებს“, ალბათ, ვერ
გაუძლო შანტაჟს და დაადგა
თავისთვისვე
გამანადგურებელ გზას. ეს
გზა, რომელიც მას ტაძრამდე
ვერ მიიყვანს, ნაკარნახევი
იყო მისი ყოფილი და როგორც
იკვეთება, მომქმედი ე.წ.
მეგობრების მიერ, კერძოდ,
ლალი ეგაძისა და მისი
საკმაოდ უფერული წრის მიერ
( ჩვენი გონივრული ვარაუდით
და არაერთი წყაროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციით )
და შედეგმაც არ დააყოვნა –
ჯერ ერთი თვის წინ,
სოციალურ ქსელში, ლაივში
გამოვიდა და საზოგადოებას
შესჩივლა, რომ მას ჩვენი
დამფუძნებელი ,,რქებს
ადგამდა” და ეს იმ დროს,
როცა ისინი ოფიციალურად
განქორწინებულნი არიან,
თუმცა ჯვარნაწერნი. არადა,
ჩვენმა დამფუძნებელმა ის
საკუთარ სახლში მიიღო,
რადგან მას საცხოვრებელი,
არც ჰქონდა და იმ დროს, არც
ყოფილი მეგობრები
პირდებოდნენ, რომ
ცხოვრების ნორმალურ
პირობებს შეუქმნიდნენ –
დაეხმარებოდნენ, თუნდაც
საცხოვრებლით.თავის მხრივ,
ვიქნებით ობიექტურები და
ვიტყვით, რომ ჩვენმა
დამფუძნებელმა ყოფილი
მეუღლე სახლში, იმიტომ
შემოუშვა, რომ პატარა ელენე
გაცნობოდა მამას და ამით
მიეცა შესაძლებლობაც, რომ
ოჯახის აღდგენაზე ეფიქრათ.
დიახ, არ ვიტყვით, რომ ჩვენი
დამფუძნებელი ცამდე
მართალია, რადგან მან
ერთხელ მრავალწლიანი
სტრესის საფუძველზე ( ა.წ.
ყოფილი მეუღლის 8 წლიანი
პატიმრობის გამო ) დაუშვა
შეცდომა, როცა ახლახან,
შემაკავებელი ორდერი
გამოაწერინა საპატრულო
პოლიციას ფსიქოლოგიურ
ძალადობაზე მისი
მისამართით, თუმცა სულ
რამდენიმე დღეში
სასამართლოს თავადვე
მიმართა განცხადებით და
სთხოვა, რომ შემაკავებელი
ორდერი გაუქმებულიყო,
პირველ რიგში, ბავშვის
ინტერესებიდან
გამომდინარე, რაც
სასამართლომ
დააკმაყოფილა. მეტიც,
ჩვენმა დამფუძნებელმა
ისევ შეიკედლა უსახლკაროდ
მყოფი ირაკლი კერესელიძე
და კიდევ ერთხელ მისცა
შანსი, რომ ეფიქრა ბავშვის
უკეთეს მომავალზე და
საზოგადოების თვალში მის
რეაბილიტაციას კვლავ
შეეცადა, თანაც იმ ფონზე,
როცა ჯვარნაწერნი არიან,
მაგრამ ირაკლი
კერესელიძემ სიკეთე ვერ, ან
არ დაინახა.აი, დღეს კი, ჩვენ
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი
და გარკვეული
ინფორმაციებიც, რომ ირაკლი
კერესელიძემ კვლავ ვერ
გაუძლო ზეწოლას ზემოთ
ხსენებული
,,მეგობრებისგან” და
ჩაიდინა ძალზედ
სამარცხვინო საქციელი,
კერძოდ, გაუფრთხილებლად
გაიქცა სახლიდან, ისე, რომ
საკუთარ მცირეწლოვან
ბავშვსაც კი, არ
დაემშვიდობა, რომელიც
მისივე თქმით, არის
ერთადერთი საზრისი მისი
ცხოვრების, დიახ, არ
დაემშვიდობა და არც
მატერიალურად უზრუნველყო,
მაგრამ მისი შეცდომების
აპოთეოზი გახდა ის, რომ მან
ჩვენი დამფუძნებლის
წინააღმდეგ, ორიოდე დღის
წინ, შსს-ს დიდუბე-
ჩუღურეთის მთავარი
სამმართველოს მე-4
სამმართველოს
შემაკავებელი ორდერი
გამოაცემინა
,,არასასურველი
კომუნიკაციის მიზეზით“,
არადა, ეს მან გააკეთა მას
შემდეგ, როცა ჩვენმა
დამფუძნებელმა სთხოვა
ბავშვისთვის ნებით თანხის
გამოგზავნა და ზრუნვა,
ალიმენტის პროცესის
ჩანიშვნამდე მაინც, რაც
ბავშვზე ნებით ზრუნვაზე
უარის შემდეგ, პრაქტიკულად
აიძულა ჩვენს
დამფუძნებელს.ირაკლი
კერესელიძე იქით იყოს, და
საინტერესოა, რაზე
ფიქრობდა შსს-ს
დიდუბე-ჩუღურეთის მე-4
სამმართველო, როდესაც ეს
შემაკავებელი ორდერი
გამოსცა, როცა ისინი
გაფრთხილებულები იყვნენ,
რომ ჩვენი დამფუძნებელი
ირაკლი კერესელიძეს,
პირველ რიგში, ბავშვის
საკითხზე უკავშირდებოდა
და ამის გამო, თუ მასთან
კომუნიკაციას არ
შეწყვეტდა შემაკავებელი
ორდერის გამოცემით
ემუქრებოდა. დიახ,
კერესელიძის მხრიდან, ამ
შესაძლო ქმედებაზე, იმავე
დღეს საქმის კურსში იყო
ზემოთ აღნიშნული
სამმართველო. ჩვენი
დამფუძნებელი ამ საკითხზე
რამდენიმე საათით ადრე
გამოიკითხა
სამმართველოში, ისევე,
როგორც ვარკეთილის ერთ-ერთ
სამმართველოში, სადაც
აღნიშნა, რომ კერესელიძე
შემაკვებელი ორდერის
გამოწერით იმუქრებოდა.
არსებობს გამოკითხვის
ოქმები და
განცხადებები….აი, ამის
შემდგომ, თავის მხრივ,
ჩვენი დამფუძნებელი
იძულებული გახდა მიემართა
შსს-ს გენერალური
ინსპექციისთვის, რათა ამ
აბსურდული და უკანონო
შემაკავებელი ორდერის
გამოწერის შესახებ
ინფორმაცია მიეწოდებინა
მათთვის მოკვლევის
დაწყების მიზნით, რაც
დაიწყეს კიდეც და
ველოდებით შედეგს.რა თქმა
უნდა, ჩვენის მხრივ, ეს
უკანონო შემაკავეებელი
ორდერი გასაჩივრდა და
იმედი გვაქვს, რომ
სასამართლო კანონიერ
გადაწყვეტილებას მიიღებს,
რის თაობაზეც აუცილებლად
შეგატყობინებთ.დაბოლოს,
ნებისმიერ ტრაგედიაში
არის კომიკური
ელემენტებიც, გასაგებია,
როდესაც ქალი უჩივის
მამაკაცს ძალადობაზე,
მაგრამ ყოვლად გაუგებარია,
როცა მკვლელობაზე
ნასამართლევი მამაკაცი
პოლიციისგან ქალისგან
დაცვას ითხოვს, თანაც იმ
ქალისგან, რომელიც მისი
შვილის დედაა, ჯვარნაწერი
მეუღლეა და მისგან კიდევ
ერთ ბავშვს ელოდება",-
ვკითხულობთ განცხადებაში.