"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში დღეს გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. "სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ გეგმა ეფუძნება ერთიანობასა და სამოქალაქო ძალის გაძლიერებას.

"ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა გადაიქცეს ქმედით ძალად, რეალურ ალტერნატივად, აუცილებელია ერთიანობა, რათა დაიწყოს აქტიური წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის მოძრაობა და, ასევე, საუბარია იმაზე, რომ 4 ოქტომბერს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, შევიკრიბოთ რუსთაველზე და ერთგვარი რეფერენდუმი, სახალხო ყრილობა მოვუწყოთ.

გიორგი ვაშაძის იდეა არის, რომ საბაზისოდ, დასაწყებად ამ დიდი გაერთიანების, გამოვიყენოთ 8-იანი, გამოვიყენოთ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა, ახლის შექმნაზე კი არ არის ლაპარაკი," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.