აშშ-ში, მარტინების ოჯახის გაუჩინარების საქმეში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაუხსნელი იყო, გარღვევა მოხდა. საქმის ახალი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დამოუკიდებელმა მყვინთავმა, მდინარე კოლუმბიაში ჩაძირულ მანქანაში ცხედრები აღმოაჩინა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 1958 წლის 7 დეკემბერს, მარტინების ოჯახი, მშობლები კენეტი და ბარბარა, სამ ქალიშვილთან ერთად მანქანაში ჩასხდნენ საშობაო საყიდლებზე წავიდნენ, თუმცა აღარ დაბრუნებულან.
ორი უმცროსი ქალიშვილის, 13 წლის ვირჯინიისა და 11 წლის სიუს ცხედრები მომდევნო წელს მდინარეში იპოვეს, მაგრამ უფროსი ქალიშვილის, 14 წლის ბარბარას და გოგონების მშობლების ცხედრები არ უპოვიათ.
dailymail-ის ინფორმაციით, მარტინების ოჯახის გაუჩინარების საქმესთან აკავშირებდათ არაერთი თეორია არსებობს: ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ისინი დაიხრჩვნენ მას შემდეგ, რაც მათი მანქანა შემთხვევით მდინარეში გადავარდა. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ მათგან სულ მცირე ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
არჩერ მაიომ, დამოუკიდებელმა მყვინთავმა, ამ საქმით გატაცება ახალ დონეზე აიყვანა და ოჯახის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების პოვნა გადაწყვიტა.
გასულ წელს, მაიომ ოჯახის ავტომობილი მდინარის ღრმა მონაკვეთში აღმოაჩინა, რომელიც ორეგონსა და ვაშინგტონს შორის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს და ამის შესახებ ხელისუფლებას აცნობა. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სამაშველო ოპერაცია დაიწყეს, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტეს, რადგან მანქანის ნაწილი დაიშალა და ნამსხვრევებმა მდინარიდან ამოყვანა გაართულა. ამ ზაფხულს, მანქანის პოვნის ადგილას დაბრუნებულმა მაიომ, მანქანაში ცხედრებიც აღმოაჩინა.
ამის შესახებ მან შერიფის ოფის შეატყობინა, თუმცა პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ცხედრები მარტინის ოჯახის წევრებს ეკუთვნით. სამართალდამცველების განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.