"მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პოლიტიკური სიბიექტების აკრძალვის მოთხოვნაზე განაცხადა.

როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, მათი სარჩელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, შესაბამისად, მისთვის რთული წარმოსადგენია ის არგუმენტები, რომლითაც ოპონეტები დაუპირისპირდებიან.

"როდესაც აგენტურა აღარ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება იმისი მოტივაცია, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და გაგვიწიოს ჯანსაღი ოპონირება.

რაც შეეხება სარჩელს, ვთვლით, რომ ის საკმარისად არის გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა არგუმენტი ფაქტითა და მტკიცებულებითაა გამყარებული. მსუბუქად რომ შევაფასოთ, მათ ძალიან გაუჭირდებათ თავდაცვა", - განაცხადა ლევან მაჭავარიამა.