უკვე მეშვიდე დღეა, სენაკის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ისე შიდა საუბნო გზები.

ა(ა) იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები.
სამუშაოების მიმდინარეობას "საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის" დირექტორი, ბადრი მამულია, მოადგილეები - გია წულეისკირი და თორნიკე ჯიჯეიშვილი ადგილზე ეცნობიან.

ინფორმაციას "საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი" ავრცელებს.