დღეს, აქ ვიმყოფებით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს იმისთვის, რომ მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. პატივი და დიდება მათ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
ყაველაშვილის განცხადებით, გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა, რომ საქართველო ფეხზე დგას.
"საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.