ლისაბონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

უეფას რიგით 47-ე კონგრესის წინა დღით პორტუგალიის დედაქალაქში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სასტუმრო  Corinthia Lisbon-ში გამართული სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ქალთა  ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენა იყო.

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი ჰქონდათ დანიას, ფინეთს, შვედეთს და ნორვეგიას ერთობლივად და აგრეთვე საფრანგეთს, პოლონეთს და შვეიცარიას.

უეფას გადაწყვეტილებით ევრო-2025 შვეიცარიაში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები შეხვედრებს ივნის-ივლისში ბაზელში, ციურიხში, სანქტ-გალენში, ლიუცერნში, ბერნში, თუნში, სიონში და ჟენევაში გამართავენ.