ახლო მომავალში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა უკრაინამ, შესაძლოა, შეცვლილი სახით იარსებოს, - განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ვის უფრო ენდობა - ვლადიმირ პუტინს თუ ვოლოდიმირ ზელენსკის. რესპონდენტმა კითხვაზე არ უპასუხა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს შესაძლებლობა მისცა, მთელი მსოფლიოსთვის მიეწოდებინა ათასობით ბარელი ნავთობი და დიზელი, რაც მსოფლიოს სჭირდებოდა.

"ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვისურვებდი, თუმცა ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ეს ომი დასრულდება და თანაც მალე. ის მხოლოდ ჩემი დამსახურებით დასრულდება. ყველაფერი დასრულებულია და ვფიქრობ, შეთანხმება შედგება. საბოლოოდ, უკრაინა გარკვეულწილად შეცვლილი სახით იარსებებს. მათი პირველი შეხვედრის დროს რუსეთის მიმართ დიდი უპატივცემულობა გამოიჩინეს. ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული და იარაღი გადასცა. მე კი არაფერი მიმიცია. იარაღს ევროპაში ვყიდით, თანაც სრულ ფასად, და საფასურსაც ისინი იხდიან. რუსეთთან მიმართებით ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა. ნახეთ, რა გავაკეთე სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, რა სანქციები დავუწესე და რა ზომები მივიღე მათ წინააღმდეგ. დიზელზე სანქციები არ მომიხსნია. რუსეთს შესაძლებლობა მივეცი, არა ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მიეწოდებინა ათასობით და ათასობით ბარელი ნავთობი და დიზელი, ეს მსოფლიოს სჭირდებოდა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.