ამ წუთებში, მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ხანძარია. უცხოური მედიის მიერ ტელეგრამ-ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე "დამწვარი პლასტმასის მძაფრი" სუნია.
ხანძრის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემაც ადასტურებს.
როგორც TASS-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, ცეცხლი ფრუზენსკაიას სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ერთ-ერთ აივანზე გაჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში არსებულ ხანძარზეც - ოდინცოვოში სამშენებლო ბაზარი იწვის. ხანძრის ფართობი დაახლოებით, 1200 კვ. მეტრია