ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა პირობა დადეს, რომ აშშ-ს ბოლო თავდასხმების გამო ინანებს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
„აგრესორებს მკაცრი სასჯელი ელოდებათ; შეერთებული შტატები ინანებს თავის ახალ თავდასხმებს“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა ჰოსეინ მოჰებიმ.
მედიის ცნობით, მოჰებიმ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჰორმუზის სრუტის გასწვრივ და აღმოსავლეთით, რამდენიმე რაიონში, აფეთქებების ხმა გაისმა.
ამასთან, დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თუ დარტყმებს უპასუხებენ, მათ კიდევ უფრო ძლიერი თავდასხმა ელით წინ.
