ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად,საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

 

მისივე ცნობით, ლუკაშენკომ ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა მიიღო 2,02%, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 85,70 %-ი შეადგინა.

 

70 წლის ლუკაშენკოს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა 1994 წლიდან უკავია.