პორტუგალიაში, ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაუღუპა. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში 800 000-ზე მეტი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა. ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს აწევს. პორტუგალიიდან სტიქიამ ესპანეთში გადაინაცვლა.