კოლუმბიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის კონგრესის დეპუტატი დიოგენეს კინტერო და დეპუტატობის კანდიდატი, კარლოს სალსედო არიან.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ვენესუელას საზღვართან ახლოს მოხდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. თვითმფრინავში 13 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, ჯერ მხოლოდ 7 ცხედარია ნაპოვნი და სამძებრო ოპერაცია კვლავ გრძელდება.