საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია ქართველ ხალხთანაც და ეკლესიასთანაც წაგებული აქვთ.
"ნაცმოძრაობა" და მორალი, "ნაცმოძრაობა" და ეკლესია, ქრისტიანობა, ღმერთი, ერთმანეთთან ასიმეტრიულად განსხვავებული ცნებებია. მათ ეს ყველაფერი და კერძოდ ქალბატონ ბოკუჩავას წარმოუდგენია პოლიტიკური დღის წესრიგის ქულებისთვის დაწერის ნაწილად. ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც", - აღნიშნა მათიკაშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, "უღმერთოები და ურწმუნოები".
