ირანის "ხატამ ალ-ანბიას" ცენტრალური შტაბის მეთაურის განცხადებით, აშშ-ის მიერ სპარსეთის ყურეში ირანის პორტების ბლოკადა "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა".

ამის შესახებ ინფორმაციას ABC NEWS-ი ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალ ალი აბდოლაჰის განცხადებით, თუ აშშ-ის ბლოკადა გაგრძელდება, ირანი "აღარ დაუშვებს შემდგომ ექსპორტს ან იმპორტს" სპარსეთის ყურეში, ომანის ყურეში ან წითელ ზღვაში.