პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და განაცხადა, რომ მათ ძველებური ურთიერთობა აღარ აქვთ.
"ჩვენ ძველებური ურთიერთობა არ გვაქვს“, - თქვა ტრამპმა.
ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც მელონიმ დაგმო პრეზიდენტის პაპზე თავდასხმები და უარი თქვა ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩარევაზე.
"ის ნეგატიურად არის განწყობილი. ჩვენ არასდროს გვექნება იგივე ურთიერთობა ვინმესთან, ვინც უარს იტყვის ირანთან დაკავშირებით დახმარებაზე", - აცხადებს ტრამპი.
ამასთან, ტრამპმა გააკრიტიკა ნატოც, რადგან მათ ირანში ომის საწარმოებლად აშშ-ს საკმარისი დახმარება არ გაუწიეს.
