ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან "ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა ის თეირანს არ მისცემს უფლებას, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ "დააშანტაჟოს". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპმა ირანის საქციელი შეაფასა, როგორც არასერიოზული.

"ისინი ცოტა არასერიოზულები არიან, როგორც ეს ხდებოდა ბოლო 47 წლის განმავლობაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა გაგრძელდება მანამ, სანამ ირანთან მათი ურთიერთობა სრულად არ მოგვარდება.