წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა, იასამინ ანსარიმ (არიზონა) განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლის ამოქმედებას აპირებს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი წერს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, ირანში ამერიკული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობაში მონაწილეობას უკავშირდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ჰეგსეთი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული წევრია და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მზარდი ხარჯები მის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.
მედიის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ გენერალური პროკურორის, პემ ბონდის და შინაგან საქმეთა მდივნის, კრისტი ნოემის გადადგომის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი, დემოკრატების შემდეგი სამიზნე გახდება.
