ნორვეგიაში, ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 147 რეისი გაუქმდა. გაფიცვა პარასკევს, 11:00 საათზე დაიწყო.
ამჟამად ოსლო-გარდერმუენისა და ბერგენ-ფლესლანდის აეროპორტებში 12 დისპეტჩერი გაფიცულია.
ორგანიზაცია Spekter-ის ხელმძღვანელმა გაფიცვას "სრულიად გაუგებარი" უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ავიადისპეტჩერები ნორვეგიის მოსახლეობის ყველაზე მაღალანაზღაურებად ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ნორვეგიის პროფკავშირში კი უარყოფენ, რომ დავა ხელფასებს უკავშირდება და აცხადებენ, რომ საკვანძო საკითხებად რჩება შესვენებების ხანგრძლივობა და ორგანიზება, მუშაკთა პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული პოლიტიკა, ასევე ინსტრუქტორების მუშაობის რეკომენდაციები.
