ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შტატებს შეუერთდება, ჩვენს მტრად ჩაითვლება, - ასე ეხმაურებიან ირანში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დაუწესოს ახალი სანქციები ისლამურ რესპუბლიკას და მოაქციოს სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში.

თეირანის განმარტებით, დამანგრეველ პასუხს გასცემენ თავად ვაშინგტონსაც, თუ ის გეგმის რეალიზებას გადაწყვეტს.

"თუ ტრამპი გადაწყვეტს სანქციების განხორციელებას, ჩვენი პასუხი დამანგრეველი იქნება. პირველ რიგში, ჩვენ ვეტყვით ყველა მეზობელ ქვეყანას და მსოფლიოს ქვეყნებს, რომ არ შეუერთდნენ შეერთებულ შტატების ეკონომიკურ ომს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება. რა თქმა უნდა, ჯერ მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ და ვეტყვით მათ, რომ გვერდზე გადგნენ დისტანცირდნენ შეერთებული შტატებისგან. მაგრამ თუ ისინი არ დაგვთანხმდებიან, დავარტყამთ. დავუმიზნებთ ამ ქვეყნის ინტერესებს", - აცხადებს ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ.