უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოთხ დადგენილებას, რომლითაც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) გადაწყვეტილება აღსრულდა. ეს მოიცავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების, „რუსალის“ შემადგენლობაში მყოფი კომპანიებისა და ანიმაციური სერიალის - „მაშა და დათვის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
შეზღუდვები დაწესდა სერიალის შემქმნელ სტუდია Animaccord-ისა და რუსეთის 5 მოქალაქის მიმართ, მათ შორის, სტუდიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ასევე მულტფილმის სცენარისტის, თანაავტორის/თანაპროდიუსერისა და საავტორო უფლებების მფლობელის მიმართ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ სერიალი „მაშა და დათვი“ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი შინაარსი, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.
