ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის „სანქციები და ზეწოლა“ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ვერ მოაგვარებს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ვაშინგტონმა მოუწოდა მთავრობებს, მათ შორის პეკინს, გააერთიანონ ძალები ირანის ეკონომიკის იზოლირებისთვის. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"სანქციები და ზეწოლა პრობლემის მოგვარებას ხელს არ შეუწყობს“, - განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა ჟურნალისტებს და მოუწოდა „ყველა დაინტერესებულ მხარეს, მიიღონ პასუხისმგებლობიანი ზომები და მოაგვარონ საკითხი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით“.
პრეზიდენტი ტრამპი ირანს სანქციებით დაემუქრა და განაცხადა, რომ აშშ გამოიყენებს „ეკონომიკურ ომსა და უპრეცედენტო მასშტაბის იზოლაციას“. ირანმა ამ მუქარას სწრაფად უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა და, საბოლოოდ, თავად აშშ-ს დაუბრუნდება უარყოფითი შედეგებით.
