სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

ალექსანდარ ვუჩიჩმა თქვა, რომ კენჭისყრის თარიღად 18 ან 25 ოქტომბერი განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. არჩევნები დაგეგმილზე ერთ წლით ადრე ჩატარდება.

ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთს 12 წელია მართავს, ორი თვის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტის ვადამდე დატოვებას გეგმავს. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს იწურება.

"არჩევნები ძალიან, მალე დაინიშნება. საუბარია 15, 20 თუ 25 დღეზე. სერბეთში საპარლამენტო არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. არავის ვეტყვი უარს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე. დღესვე დავიწყებ სერბეთის რეგიონებში ვიზიტებს. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.