ესპანეთის ხელისუფლება სეუტაში 1 800 მიგრანტისთვის დროებით თავშესაფრებს ქმნის. ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანი გასული თვის ბოლოს მაროკოდან მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებაა.
ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, გასული თვის ბოლოს სეუტას საზღვარი, დაახლოებით, 72 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა. მათგან 70 000 უკვე მაროკოში დაბრუნდა, თუმცა ათასობით ადამიანი ამ დრომდე ექსკლავში რჩება. მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც, რომელთა იძულებით გაძევება მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
დარჩენილ მიგრანტებს საკვების, წყლისა და თავშესაფრის პრობლემა აქვთ. მათი ნაწილი უკვე სამი კვირაა ქუჩაში ან სანაპიროზე ათევს ღამეს.
