BBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი, შესაძლოა, სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს. ის Netflix-ის სერიალ "ჯენტლმენებში" მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. ჯერჯერობით უცნობია, ვისი როლი შეიძლება შეასრულოს მან, თუმცა, თუ შეთანხმება შედგება, ეს მეგანისთვის, პრინც ჰარისთან ქორწინების შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი სამსახიობო როლი იქნება.
მეგან მარკლის სამსახიობო კარიერის განახლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრინცი ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ.
