ინდოეთის აღმოსავლეთით, ოდიშას სანაპიროსთან, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, მასზე 24 ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს. სხვა პირების სამძებრო სამუშაოებში 3 გემია ჩართული.
ინდოეთის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, სატვირთო გემზე ჩინეთის 20, მიანმარის 3 და ბანგლადეშის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.
