"ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ გაშალონ ფართო კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გაშლილი კამპანიები უცხოეთიდან იყო დაფინანსებული.
"გახსოვთ, რომ ძალიან ფართო კამპანია იყო გაშლილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, ესეც იყო უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია. ამაში იყვნენ ჩართული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ენჯეოები, მედიასაშუალებები და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა ამ კამპანიის შეჩერება, ბოლოს იძულებული გახდნენ ლუსტრაციის გამო შეეჩერებინათ ეს კამპანია, თუმცა ახლა ხედავთ, რომ თითქოს ხედავენ საკუთარ შანსს ამ კამპანიის განახლებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ გაშალონ ფართო კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ბოლომდე დავდგებით რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
