ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, შუადღისას, სამხრეთ ლიბანის ქალაქ კუნინში ავიადარტყმის შედეგად მოტოციკლი და ერთი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

როგორც CNN-ი იუწყება, აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად მათ კომენტარისთვის ისრაელის სამხედროებს მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

მედიის ცნობით, რამდენიმე საათით ადრე, ლიბანის არმიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის მრავლობით დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში რამდენიმე სოფელი დაბომბეს.

როგორც ამერიკული მედია წერს, ავიადარტყმების დადასტურების შემთხვევაში, ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.