პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა აიღო ვალდებულება "ჰორმუზის სრუტე აღარასდროს დახუროს". განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა - წერს CNN-ი.

"ის [ჰორმუზის სრუტე] აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა და ამერიკული აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე "სრულად გაიხსნება" კომერციული გემებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე.