"როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ - ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში პეტრე ცაავას განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, მცდელობაა ზიანის მიაყენონ მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს ინტერვიუც ამის გამოხატულება იყო.

"თქვენ გახსოვთ, როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა თავის დროზე ეს ადამიანი. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახდა კონკრეტული ტელევიზიების ყველაზე პატივსაცემი რესპონდენტი. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას - მათ ყველანაირად უნდა სცადონ ზიანის მიყენება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ეს ინტერვიუც ამის გამოხატულება იყო. როდესაც ასეთ ადამიანს, ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ. ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე. ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ ეროვნულზე, ებრძვიან ქვეყანას, ეკლესიას და ეს ინტერვიუც იყო ამის მორიგი გამოხატულება. მას არაფერი არ შეიძლება ეწოდოს, თუ არა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური აქტი", - განაცხადა პრემიერმა.