პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ირანიდან მიღებულ ინფორმაციას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ, თუმცა განმარტა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე ირანთან მათი ურთიერთობა სრულად არ მოგვარდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, პაკისტანმა - მთავარმა მომლაპარაკებელმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გააძლიერა. წინა რაუნდი, ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.
