აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, რადგან აშშ ამას კრძალავს.

"შეერთებული შტატები მიიღებს მთელს "ბირთვულ მტვერს", რომელიც ჩვენი ბრწყინვალე B2 ბომბდამშენების მიერ წარმოიქმნა. ფულადი ანგარიშსწორება არ იქნება. ეს შეთანხმება არანაირად არ არის დამოკიდებული ლიბანზე, მაგრამ შეერთებული შტატები ცალკე ითანამშრომლებს ლიბანთან და სათანადოდ მოაგვარებს სიტუაციას "ჰეზბოლასთან". ისრაელი აღარ დაბომბავს ლიბანს. შეერთებული შტატები ამას კრძალავს. საკმარისია!" - წერს ტრამპი.