ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰორმუზის სრუტე  კომერციული გემებისთვის გაიხსნა.

აბას არაღჩი, გადაწყვეტილებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უკავშირებს და საუბრობს იმ მარშრუტებზეც რომლითაც გემები ისარგებლებენ.

"ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გადაადგილება სრულად გახსნილად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
ნავიგაცია განხორციელდება იმ კოორდინირებული მარშრუტით, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოქვეყნდა" - წერს აბაღჩი, სოციალურ ქსელში.