პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოელის, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწევს, რამაც, შესაძლოა, ირანთან ომი დაასრულოს, რადგან ადმინისტრაცია პაკისტანში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებას განიხილავს - ამის შესახებ CNN-ი წერს.
Bloomberg News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები "სავარაუდოდ", ამ შაბათ-კვირას გაიმართება.
"ძირითადი საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდება", - განუცხადა მან გამოცემას.
Axios-თან ინტერვიუში კი ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მალე მიღწევას ელის.
"ირანელებს შეხვედრა სურთ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ. ვფიქრობ, შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას გაიმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მომდევნო ერთ-ორ დღეში მივაღწევთ“, - აცხადებს ტრამპი.
