თურქეთში, ქაჰრამანმარაშში, აისერ ჩალიკის სახელობის საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გუბერნატორმა, მუქერემ უნლუერმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპოლიციო ეკიპაჟებია მობილიზებული.

გუბერნატორის განმარტებით, თავდამსხმელი მე-8 კლასის მოსწავლე იყო. მისი თქმით, დაღუპულია ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლე. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მედიის ცნობით, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რეგიონში ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემიშოღლუ, ეროვნული განათლების მინისტრი იუსუფ თეკინი და შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი ჩავიდნენ.