საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიანიჭა. განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა - ქვეყნის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

პარიზში, ლიონში, მარსელში, ბორდოსა და ლიმოჟში ვანდალიზმის, მაროდიორობის და ცეცხლის წაკიდების შემთხვევები ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 2 397 პირი. დაკავებულებს ბრალად ედებათ სახელმწიფო და კერძო ქონების განზრახ განადგურება, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა, ჯგუფური ძარცვა, ცეცხლის წაკიდება და სამართალდამცველებზე შეიარაღებული თავდასხმა.

"როიტერი" ელისეის სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პროტესტის ფონზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, ემანუელ მაკრონმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.