აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც ზელენსკიმ და პუტინმა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, მათ შორის არსებული სიძულვილია:

"პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული სიძულვილი უზარმაზარია.ვფიქრობ, სინამდვილეში, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლეს მათ შეთანხმების მიღწევა,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.

ასევე, ჟურნალისტების კითხვაზე - იმისთვის, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, აუცილებელია თუ არა, ზელენსკი და პუტინი ერთსა და იმავე დროს ერთ ოთახში იყვნენ, ტრამპმა უპასუხა:

"ვფიქრობ, მათ ეს სხვაგვარადაც შეუძლიათ. მათთვის რთული იქნება ერთ ოთახში ყოფნა.ჩემთვის სულერთია, როგორ მოხდება ეს,"- აღნიშნა ტრამპმა.