ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი მარცხისთვის არის განწირული.

„ამას ემსახურება ასეთი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა. ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განწირული მარცხისთვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც აღნიშნულია: „კითხვა პარტიებს, „ახალს“, „ნაცებს“, „ლელოს“, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?“.