4 მაისს,  პროექტ - ,,წიგნიერების” მეშვიდე  შეხვედრა გაიმართა. 

როგორც "mpress.ge-ს" ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერმა, ფილოსოფიის მე-3 კურსის სტუდენტმა, ლაშა კოტორაშვილმა განუცხადა, მათ ამჯერად,  ,,საჯარო გამოსვლების” შესახებ ისაუბრეს.

,,პროექტი  წიგნიერების შექმნის მიზანი თავიდანვე მრავალმნიშვნელოვანი გახლდათ, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გაძლიერებას მოიცავს, მათ შორის იმ პრაქტიკული საკითხების განხილვას და მსჯელობას იმ თემებზე, რომელიც გაუზრდით მსოფლმხედველობას, განუვითარებთ აზროვნებას, ანალიზის, აზრის ჩამოყალიბების უნარს და, რა თქმა უნდა, შეეძლებათ მიზეზშედეგობრივი კითხვა-  პასუხი საუბარში და მსჯელობაში. 

 

სახელწოდებიდან გამომდინარე, ასევე ვცდილობთ, თაობა დავაახლოოთ წიგნებთან, ლიტერატურასთან, დაინახონ ნაწარმოებში თავიანთი თავი და გამოიყენონ ცხოვრებაში მიღებული ცოდნა. 

 

თითოეული ჩვენი შეხვედრა რაღაცაზე დაფიქრებაა განსხვავებულად, ვვითარდებით ჩვენც, როგორც მომხსენებლები, ვგონებ, ასევე მსნმენელებიც",-აბობს ლაშა კოტორაშვილი.