თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.