ანტიაფხაზური განცხადებები სოხუმის დაცემის დღეს - მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და ოპოზიციური პარტიების სხვა წევრების მხრიდან, სამშვიდობო პოლიტიკის და შერიგების წინააღმდეგ, მიზანმიმართული კამპანიაზე საუბრობს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა აფხაზეთის თემაზე ამჯერად ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, ისევ გაიმეორა, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან, მანამდე ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, კარგი მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო.

"კი, [მტრები] ვართ. ამ წუთში ეს ასეა. ქართველები ვერასდროს ვერ ვიქნებით სანდო გარანტორი აფხაზებისთვის ვერაფერში. 30 წელია, ეს რაღაცა თეატრალური, თეატრალიზებული ტექსტები გვესმის და ეს არის სადღეგრძელო, თან - ცუდი სადღეგრძელო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.