ძლიერი შტორმია აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არის მსხვერპლი - დაღუპულია ერთი ადამიანი.

დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 100 000 აბონენტი.

უამინდობის გამო, გადადებული და გაუქმებულია ათასობით ფრენა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.