როგორც უკვე ვწერდით, სენაკში ავარია მოხდა.

ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. მომხდარის შედეგად,სამი პირი დაშავდა.

 თვითმხილველები თქმით,  შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაში მყოფი პირები გადმოცვივდნენ.

"საშინელი სანახაობა იყო ...... ხალხი მანქანიდან გადმოცვივდა. სამი დაშავდა,მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი დახმარება  ადგილზე გაეწია.

 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა  სენაკში დღეს, დღის მეორე ნახევარში, მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.